ის მიიჩნევს, რომ წლის დასაწყისში ვაქცინაციის პროცესი ევროკავშირში შეფერხდა, რადგან კომპანია „ასტრაზენეკამ“ უპირატესობა დიდ ბრიტანეთსა და ისრაელს მიანიჭა.
გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ევროკავშირმა „ფაიზერ-ბიონტექის“ ვაქცინის მხარდაჭერა გაამყარა და ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც, 2023 წლისთვის ვაქცინის 1.8 მილიარდი დოზა უნდა შემოიტანოს.
ტიერი ბრეტონი აღნიშნავს, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა ბევრად უფრო ძვირი ჯდება, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
გასულ თვეში ევროკავშირის კომისიამ ვაქცინების მომარაგების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო AstraZeneca-ს წინააღმდეგ სამართლებრივი დავა წამოიწყო.