მთავარი საქართველო ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

დღეს, 10 მაისს, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. მეუფე დიმიტრი საჯაროდ “სინოფარმის” ვაქცინით აიცრა.

მოგეხსენაბთ, სინოდის გადაწყვეტილებით და მიმართვით, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და თავისთავად ეს ასეცაა სხვადასხვა ქვეყნებში. მაგრამ როცა ყოველდღიურად, გათენებისთანავე განიცდი ამდენი ადამიანის, მეგობრის, ახლობლის, საზოგადო მოღვაწეების დაღუპვას. როდესაც შენ იცი, რომ ისტორიულად ესაა ერთადერთი შესაძლებლობა, პანდმიის დამარცხების, როდესაც ყოველ დღე ლოცულობ და უფალს ევედრები გიხსნას სიკვდილისგან, მეტი ფიქრის დრო არ გაგაჩნია, ამითაც იყო გამოწვეული. ამიტომ კიდევ ერთხელ ვსარგებლობ შემთხვევით და მთელ სამედიცინო პერსონალს, ექიმებს მინდა მადლობა გადავუხადო”, – თქვა მეუფე დიმიტრიმ აცრის შემდეგ.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend