კვირას ათობით ახალგაზრდა ავღანელი გოგონა დაკრძალეს, რომლებიც ავღანეთში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე სისხლიან ტერორისტულ შეტევას შეეწირნენ.
შაბათს დედაქალაქ ქაბულში საშუალო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქებების დროს 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.
გარდაცვლილები ძირითადად თინეიჯერი გოგონები არიან ხაზარის თემიდან.
ხაზარები შიიტი მუსლიმები არიან. ისინი ხშირად რადიკალი სუნიტების შეტევის სამიზნე ხდებიან.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თავის თავზე ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
მამაკაცი, რომელმა თავისი დისშვილი დაკრძალა ამბობს, რომ მთავრობა მხოლოდ ტერაქტის შემდეგ რეაგირებს.
ის არაფერს აკეთებს ინციდენტის თავიდან ასაცილებლად.
შაბათის ტერორისტული შეტევა მაშინ მოხდა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალები ავღანეთის ტერიტორიის ტოვებდნენ.
ხოლიო თალიბანსა და ავღანეთის მთავრობას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობს.