დღეს, საღამოს, თბილისში ლადო კავსაძის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა ხე წააქცია, რომელიც საცხოვრებელ სახლს დაეცა.
მომხდარის შედეგად დაზარალებულები არ არიან.
ამ დროისთვის ადგილზე პოლიციისა და სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებიან.
გაწმენდითი სამუშაოების დასრულებამდე ლადო კავსაძის ქუჩა გადაკეტილია.
Copyright © Euronews Georgia 2023