მთავარი ევროპა იტალია როგორ გადაიქცა თერთმეტი მუშა თერთმეტ მცირე მეწარმედ

როგორ გადაიქცა თერთმეტი მუშა თერთმეტ მცირე მეწარმედ

შეუპოვრობის გარეშე ეს მუშები უმაღლესი ხარისხის იტალიური წარმოების კერამიკას ვერ დაამზადებნენ.

რეგიონ უმბრიაში მდებარე პატარა ქარხანა ორი წლის წინ უნდა დაკეტილიყო, როდესაც ქარხნის მეპატრონემ წარმოების საზღვარგარეთ გატანა და იაფი მუშახელის პოვნა გადაწყვიტა.

ქარხანაში დასაქმებული მარკო ბროცი ამბობს, რომ ყველა მეწარმე მოგებაზე ფიქრობს.


„მათი აზრით, იტალიაში მუშახელი ძვირია. ჩვენ შევძელით, აგვეხსნა ხალხისთვის, რომ მუშახელის შრომა დასაფასებელია. ეს მყიდველამდეც უნდა მივიტანოთ. მათი შრომის საფასური იმ ნივთების ღირებულებაში უნდა იყოს გათვალისწინებული, რომლებსაც ვყიდით,“ – ამბობს მარკო ბროცი. 

ქარხანაში 11-მა დასაქმებულმა გადაწყვიტა, რომ პრობლემა თავადვე მოეგვარებინათ. სამსახურის დაკარგვიდან 10 დღის შემდეგ მათ კომპენსაციის თანხა შეაგროვეს და ქარხანა თავად იყიდეს.

რამდენიმე დღის წინ ეს მუშები შრომის საერთაშორისო დღეს უკვე მეორედ შეხვდნენ, როგორც იმ ქარხნის მფლობელები, რომელშიც წლობით მუშაობდნენ.

მათ სამსახური უნდა დაეკარგათ და კოვიდპანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილ მუშახელებს უნდა შემატებოდნენ. მაგრამ მათ განსხვავებული გეგმა ჰქონდათ. მარკო ბროცი ამბობს, რომ თავიდან ძალიან რთული იყო საქმის დამოუკიდებლად გამკლავება.

„პირველი სამი თვე ვერ ვიძინებდი. სხვებიც ძალიან ნერვიულობდნენ. შენ თვითონ ხდები მეწარმე, რაც მოსასმენად სასიამოვნოა, მაგრამ არ იცი, წინ რა გელოდება, რა რისკებია და რა ვალდებულებები გეკისრება“, –  თქვა ბროციმ ევრონიუსთან საუბარში.

კერამიკის ქარხნის გაყიდვების მენეჯერი ლორენცო გიორნელი იხსენებს რამდენად რთული იყო კომპანიისა და მისი სტრუქტურის ხელახლა ჩამოყალიბება.

„როდესაც შევიკრიბეთ და ერთმანეთს თვალებში ჩავხედეთ, მივხვდით, რომ ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ. ამის შემდეგ ყველაფერი გამარტივდა“, – ამბობს გიორნელი.

ახლა ბიზნესი ყვავის.

ძველი ერთგული ამერიკელი კლიენტებისა და ახალი ევროპელი მომხმარებლის მეშვეობით საწარმო გაფართოვდა.

მათ 6 ახალი თანამშრომელი აიყვანეს ისინი შეუერთდნენ იმ 11 მეგობრის ოცნებას, რომლებიც ბედს არ შეეგუენ.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend