მთავარი მსოფლიო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინურ ვაქცინა "სინოფარმს" ავტორიზაცია მიანიჭა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინურ ვაქცინა “სინოფარმს” ავტორიზაცია მიანიჭა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  ჩინური “სინოფარმის“ ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის მინიჭების საკითხს მხარი დაუჭირა.

გადაწყვეტილება ორგანიზაციის “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

„შუადღეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ჩინური ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა. ეს არის კორონავირუსის მეექვსე ვაქცინა, რომლის უსაფრთხოება, ეფექტიანობა და ხარისხი ჯანმომ დაადასტურა. ამის შედეგად კიდევ უფრო გაფართოვდა იმ ვაქცინების სია, რომლის შეძენაც პლატფორმა „COVAX-ს“ შეუძლია. ქვეყნები კი იქნებიან უფრო თავდაჯერებულნი, რომ მისცენ ვაქცინას ავტორიზაცია, დაიწყონ მათი იმპორტი და გამოყენება“, — განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

საქართველოში  რამდენიმე დღეა 18 წელს გადაცილებულ პირებს ჩინური წარმოების ვაქცინა “სინოფარმით” აცრის საშუალება მიეცათ.

საჯაროდ აიცრნენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და პოლიტიკოსები.

ქვეყანაში ამ ეტაპზე “სინოფარმის” 100 000 დოზაა შემოტანილი.

 

 

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend