მთავარი ევროპა გაერთიანებული სამეფო გაერთიანებულ სამეფოში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა

გაერთიანებულ სამეფოში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა

გაერთიანებულ სამეფოში ბიულეტენების დათვლა მიმდინარეობს.

ექსპერტების თქმით, ეს ადგილობრივი არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მასზე ლეიბორისტული პარტიისა და ასევე დიდი ბრიტანეთის ერთიანობის ბედია დამოკიდებული.

ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა უელსში, სადაც ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი მარკ დრეიკფორდი თანამდებობის შენარჩუნებას ცდილობს.

 
უმრავლესობის მოპოვებას შეეცდება შოტლანდიის ნაციონალური პარტიაც.

გამარჯვების შემთხვევაში პარტია დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს.

„იმედი მაქვს, შოტლანდიის ნაციონალური პარტია გაიმარჯვებს და დამოუკიდებლობის რეფერენდუმი კიდევ ერთხელ ჩატარდება. ეს მნიშნველოვანია, რადგან ახლა ევროკავშირში აღარ ვართ“, – ამბობს ემილი ბლერი, სტუდენტი.

„ვღელავ, რადგან თუ შოტლანდია დამოუკიდებლობას გამოაცხადებს ინგლისში წასვლა მომიწევს. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში შოტლანდია გაღარიბდება და ათი წელი დასჭირდება, რომ ამჟამინდელ მდგომარეობას მიაღწიოს. ჩვენ მარტო ვერ გავძლებთ“, – ამბობს მაიკლ ლაუვი, ტაქსის მძღოლი.

ლეიბორისტული პარტია უმრავლესობის შენარჩუნებას შეეცდება ქალაქ ჰარტლპულშიც, თუმცა წინასწარი მონაცემებით, ადგილობრივ არჩევნებზე კონსერვატიული პარტია გაიმარჯვებს.

2019 წლის არჩევნებში კონსერვატიულმა პარტიამ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და ლეიბორისტული პარტია საკმაოდ ბევრ ოლქში დაამარცხა.

გამოკითხვების მიხედვით, კონსერვატიული პარტია უმრავლესობას დამაჯერებლად შეინარჩუნებს.

 

უახლესი

სხვა ამბები

ადგილობრივი არჩევნებიადგილობრივი არჩევნები

Send this to a friend