მთავარიამერიკაკოლუმბიაათასობით კოლუმბიელი სიმღერითა და ცეკვით მთავრობის პოლიტიკას აპროტესტებს

ათასობით კოლუმბიელი სიმღერითა და ცეკვით მთავრობის პოლიტიკას აპროტესტებს

ბოგოტაში ცხრადღიანი საპროტესტო აქციები მშვიდობიანი მსვლელობით გაგრძელდა. მონაწილეები პოლიციის მხრიდან ძალადობას აპროტესტებენ.

ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენელთა ინფორმაციით, დაპირისპირებისას 24 ადამიანი გარდაიცვალა, დაშავდა 306 მონაწილე და 540 ოფიცერი.

არასამთავრობო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ მაჩვენებელი უფრო მაღალია.

 
ამასთანავე, მათ პოლიციის მხრიდან სექსუალური ძალადობის შემთხვევების შესახებაც განაცხადეს.

„ჩვენ მივაგებთ პატივს კოლუმბიისთვის გარდაცვლილ ადამიანებს, მათაც, ვინც დაიკარგა. ჩვენ აქ ვდგავართ იმ ახალგაზრდებისათვის, რომელთაც უკეთესი მომავალი სურთ“, – ამბობს ხულიო, აქციის მონაწილე.

ათასობით კოლუმბიელი ქუჩაში სიმღერითა და ცეკვით მთავრობის პოლიტიკას აპროტესტებს.

დაძაბულობის განმუხტვის მიზნით ხუთშაბათს მთავრობა საპროტესტო აქციის ლიდერებს შეხვდა.

მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრაციები ძირითადად მშვიდობიანად მიმდინარეობდა, აქციის მონაწილეებს პოლიციამ მაინც ძალადობით უპასუხა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend