მთავარიამბებიWizz air-ი ქუთაისიდან ორ ახალ მიმართულებას ამატებს

Wizz air-ი ქუთაისიდან ორ ახალ მიმართულებას ამატებს

მაისიდან Wizz air გდანსკისა და კატოვიცეს მიმართულებით ფრენებს იწყებს. ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა, თამარ არჩუაძემ განაცხადა:

“მინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ ავიაკომპანია Wizz Air-ს, რომელიც ოპერირებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, მაისში ემატება რეისები რიგისა და დორტმუნდის მიმართულებით. ასევე დაემატება კატოვიცესა და გდანსკის მიმართულებები”.

უნგრულმა ბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული ფრენები 18 აპრილიდან განაახლა.

ფრენები ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით კვირაში ერთხელ სრულდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend