მთავარიამერიკაპერუპერუში კორონავირუსით გარდაცვლილთა ნათესავები ახლობლების საერთო სამარხებში დაკრძალვას აპროტესტებენ

პერუში კორონავირუსით გარდაცვლილთა ნათესავები ახლობლების საერთო სამარხებში დაკრძალვას აპროტესტებენ

ამაზონის რეგიონში ავტობუსებთან შეკრებილი ხალხი სევდიანი მოგზაურობის წინ ყვავილებს ყიდულობს.

ისინი პერუში, ამაზონის რეგიონში, კორონავირუსით გარდაცვლილთა ნათესავები არიან. ისინი მიდიან ჯუნგლებში, სადაც მთავრობის მიერ სასაფლაოა მოწყობილი.

აქ 400 ადამიანი ნათესავების ნებართვის გარეშე დაკრძალეს.

ზოგიერთ საფლავზე ერთზე მეტი ჯვარია, რადგან რამდენიმე ადამიანი ერთად არის დამარხული.

ზოგმა საერთოდ არ იცის, სად არიან დაკრძალული მათი ახლობლები.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ ერთსა და იმავე სასაფლაოზე სხვადასხვა ადგილზე მიუთითეს.

ახალგაზრდა ბიზნესმენმა რობერტ ლეკამ არც კი იცის, სად მოძებნოს მამის საფლავი. როგორც თავად ამბობს, არავის უსურვებდა ასეთ რთულ მდგომარეობაში ყოფნას. მისთვის მტკივნეულია იმის გააზრება, რომ მიცვალებული ვერ გააპატიოსნეს და  ქრისტიანული წესით ვერ დაკრძალეს.

 

პერუს ამაზონის მოსახლეობა გვამების ექსჰუმაციას ითხოვს. ზოგიერთს ეს ადგილი მანამდე აქვს ნანახი, სანამ იქ გარდაცვლილებს დაასაფლავებდნენ.

ისინი აცხადებენ, რომ ეს ერთი დიდი საერთო სამარხია. ხოლო სათითაოდ დაკრძალვასთან დაკავშირებული ინფორმაცია კი სიმართლეს არ შეესაბამება.

ამაზონის გულში მდებარე იკიტოსი მსოფლიოში ყველაზე დიდი ქალაქია, რომელსაც გზა არ უდგება.

აქ ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, აქედან 3200 ადამიანი კორონავირუსის კრიზისის დროს გარდაიცვალა, რადგან საავადმყოფოები გადავსებული იყო.

ქალაქის განაპირას იმპროვიზებული სასაფლაოები მოეწყო. ბევრმა თავისი გარდაცვლილი ასეთ ადგილებში დაკრძალა, რადგან მათ არ უნდოდათ, რომ მათი ახლობლები საერთო სამარხებში დაემარხათ.

ბევრს დაინფიცირების შიშით მიცვალებულის შეხებისაც კი ეშინოდა.

ფაბიანაც ასეთ მდგომარეობაშია. იგი დედამისის ღირსეულ დაკრძალვას მოითხოვს. იგი აღნიშნავს, რომ ბევრი ადამიანი იმის გამო იტანჯება, რომ ვერ ახერხებს იქ მისვლას და ახლობლებისთვის პატივის მიგებას. მისი აზრით, ყველამ უნდა ნახოს, რა პირობებია აქ.

პანდემიის შედეგად იკიტოსის მოსახლების 70% დაინფიცირდა, თუმცა კატასტროფა შესაძლოა განმეორდეს რეინფიცირებისა და სხვადასხვა შტამის გავრცელების შემთხვევაში.

კორონავირუსის ბრაზილიური შტამი მდინარეზე გადასვლის დროს გავრცელდა.

ახლა კი გაჩნდა შიში, რომ ამ გზით მეზობელი ქვეყნიდან კიდევ სხვა, უფრო გადამდები ვარიანტები შემოვა.

ერთადერთი იმედი ახლა ვაქცინაციაა, მაგრამ ამაზონის რეგიონში  ეს არ იქნება ადვილად მოსაგვარებელი.

მდინარის პირას მცხოვრები ადამიანები ვაქცინებს ერიდებიან, თუმცა ასეთ იზოლირებულ ადგილებში ვაქცინის მიწოდებაც საკმაოდ რთული საკითხია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend