მთავარი ევროპა უკრაინა გახდება თუ არა უკრაინა NATO-ს წევრი სახელმწიფო?

გახდება თუ არა უკრაინა NATO-ს წევრი სახელმწიფო?

გახდება თუ არა უკრაინა NATO – ს 31 – ე წევრი სახელმწიფო – სწორედ ეს არის ამ ეტაპზე მთავარი გეოპოლიტიკური კითხვა აღმოსავლეთ ევროპაში.

ერთ კვირაში ბუქარესტში NATO-ს წევრი აღმოსავლეთ ევროპული ცხრა სახელმწიფოს მთავრობის წარმომადგენლები შეიკრიბებიან.

საუბრის მთავარი თემა აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის ფედერაციის აგრესიული საგარეო პოლიტიკა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების დეტალები იქნება.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 6 მაისს კიევში იმყოფებოდა.

NATO-ს გენერალური მდივანმა კი აღმოსავლეთ უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე გააკეთა კომენტარი, უკრაინის პრეზიდენტის თქმით,  რუსული არმიის დიდი ნაწილი კვლავ უკრაინის საზღვართან არის.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი აცხადებს, რომ ვაშინგტონი გააგრძელებს კიევთან თანამშრომლობას, უკრაინის მიერ საკუთარი სუვერენიტეტის წარმატებულად დაცვის უზრუნველყოფა კი საერთო მიზანია.

 

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით კი ნატო ყურადღებით აკვირდება აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.

“რუსული არმიის ათიათასობით ჯარისკაცი და სამხედრო ტექნიკის ერთეული კვლავ უკრაინის საზღვართან არის. რუსეთის ფედერაციამ მხოლოდ 4 ათასამდე ჯარისკაცი გაიყვანა ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან. სხვა რეგიონებში რუსული არმიის ნაწილები კვლავ ადგილზეა. საფრთხე კვლავ არის და არავის სურს არასასიამოვნო სიურპრიზები”, – ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი.

ენტონი ბლინკენის ვიზიტი უკრაინაში იმის დასტურია, რომ ევროპაში ყველაზე დიდი სახელმწიფო ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილია.

უკრაინა და საქართველო ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით ერთ ნავში სხედან. ორივე სახელმწიფოს კონსტიტუციაში NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი და მიზანი მკაფიოდ არის გაწერილი.

საერთაშორისო ამბების მიმომხილველი

ლეო სიხარულიძე

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend