მთავარიამერიკამექსიკამეხიკოს მეტროში მომხდარ კატასტროფაზე გამოძიება დაიწყო

მეხიკოს მეტროში მომხდარ კატასტროფაზე გამოძიება დაიწყო

მეხიკოს მეტროში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ვაგონი ესტაკადაზე გადასვლისას ჩაინგრა. ოფიციალური წყაროს თანახმად, უბედურ შემთხვევას 24 პირი შეეწირა, მათ შორის არის რამდენიმე არასრულწლოვანი.

დამატებით 77 ადამიანია დაშავებული.

სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

მაშველები ვაგონებიდან ხალხის ამოყვანას რკინის და ბეტონის ნანგრევებიდან ცდილობენ. 

ქალაქის მერმა უბედური შემთხვევა მეხიკოს ისტორიაში, ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელ ინციდენტად შეაფასა.



ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები, რომლებშიც ესტაკადის ჩამონგრევა ჩანს.

უბედური შემთხვევა ადგილობრივი დროით საღამოს 10 საათზე მოხდა.

ადგილზე ასობით პოლიციელი და მეხანძრე მივიდა. მათ უბედური შემთხვევის ადგილი შემოსაზღვრეს, რათა შეეჩერებინათ ის მოქალაქეები, რომლებიც მეგობრის თუ ნათესავის პოვნას ნანგრევებში ცდილობდნენ.

მეტროს ეს ხაზი მხოლოდ 10 წლის წინ გაიხსნა, თუმცა მის ცუდ დიზაინსა და კონსტრუქციის შესახებ თავიდანვე საუბრობდნენ.

2017 წლის მომაკვდინებელი მიწისძვრის შემდეგ მოსახლეობა ნაგებობაში არსებულ პრობლემებზე მიუთითებდა.

ამ გაფრთხილების შემდეგ აქ სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმებოდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend