უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ სერიაში “მანჩესტერ სიტიმ” “პარი სენ-ჟერმენი” დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. პეპ გვარდიოლას გუნდმა 2 მატჩის ჯამში ფრანგული კლუბი 4:1 დაამარცხა.
განმეორებით მატჩში ინგლისელებმა კეილორ ნავასს 2 უპასუხო გოლი გაუტანეს. ორივეჯერ თავი რიად მარეზმა გამოიჩინა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კი ახალგაზრდა პორტუგალიელი მცველი, რუბენ დიაში დასახელდა.
“სიტის” მეტოქე ფინალში “ჩელსისა” და “რეალ მადრიდს” შორის გამარჯვებული იქნება.
გიორგი სანაძე