მთავარიამბებიკომუნიკაციების კომისია და NATO-ს საინფორმაციო ცენტრი ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ

კომუნიკაციების კომისია და NATO-ს საინფორმაციო ცენტრი ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ

ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის, მედიაწიგნიერების განვითარებისა და ამ თემებზე ცნობადობის გაზრდის მიზნით, კომუნიკაციების კომისიასა და „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ” ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ.

კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახურში განაცხადეს, სამომავლო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა.  თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები განახორციელებენ პროექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მედიაწიგნიერების და ევროპული ღირებულებების განვითარებას.

შეთანხმების მიზანია აამაღლოს საქართველოს მოსახლეობის  ცნობიერება  ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა დეზინფორმაცია, ევროპული ღირებულებები და ციფრული უნარები.

„კომუნიკაციების კომისია და ნატოს საინფორმაციო ცენტრი მოსახლეობასთან ტრენინგების ფორმატში ჩაატარებენ ერთობლივ შეხვედრებს დეზინფორმაციასთან ბრძოლის მექანიზმების შესახებ. ღონისძიებების ფარგლებში, საზოგადოება მიიღებს დეტალურ ინფორმაციას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია. ტრენინგების მთავარი თემა იქნება ასევე ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარება და ხელშეწყობა. ტრენინგების მიზანი შესაბამის სამიზნე ჯგუფებში, მათ შორის ეთნიკურ უმცირესობებს შორის, მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების, თანამედროვე ციფრული უნარებისა და ევროპული ღირებულებების დანერგვა და განვითარებაა“, – ნათქვამია  კომუნიკაციების კომისიის მიერ 5 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend