მთავარიევროპაშოტლანდიაშოტლანდიაში 6 მაისს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

შოტლანდიაში 6 მაისს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

შოტლანდიის დამოუკიდებლობა კვლავ აქტუალური მას შედეგ გახდა, რაც ამომრჩევლები ხმის მისაცემად ემზადებიან, რათა ქვეყნის პარლამენტში თავიანთი წარმომადგენლობა აირჩიონ.

შოტლანდიის ეროვნული პარტიის ლიდერი და პირველი მინისტრი ნიკოლა სტურჯეონი მიიჩნევს, რომ ბრექსიტის შედეგსა და ვესტმინსტერის მიერ პანდემიის მართვას გავლენა ექნება ამომრჩეველთა არჩევანზე. მისი განცხადებით, ამ არჩევნებში ეროვნული პარტიის მხარდაჭერა ნიშნავს, რომ  ხმას აძლევენ გამოცდილ მმართველობას, რომელიც კორონავირუსის პანდემიას დაძლევს, პანდემიის შემდეგ კი  ადამიანებს დამოუკიდებლობის არჩევანის შესაძლებლობას მისცემს.

 
წინასწარი გამოკითხვებით, შოტლანდიის ეროვნული პარტია ლიდერობს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ამავე დროს კიდევ ერთი რეფერენდუმის გამართვა სურთ. თუმცა შოტლანდიის კონსერვატორთა ლიდერს დაგლას როსს მიაჩნია, რომ 2016 წლის მსგავსად, მათ ახლაც შეუძლიათ, ხელი შეუშალონ საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოყალიბებას.

შოტლანდიის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ანას სარვარი კი მიიჩნევს, რომ ახლა რეფერენდუმის დრო არ არის. მას სურს, ისეთ საკითხებზე იკამათოს, რისიც სწამს. მისი აზრით, ახლა რეფერენდუმის ჩატარება ქვეყნისთვის არასწორი ნაბიჯი იქნება, განსაკუთრებით კი პანდემიის დროს.

შოტლანდია ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელშიც არჩევნები ჩატარდება.

პანდემიის დაწყებიდან  პირველად, 6 მაისს, დიდ ბრიტანეთში ამომრჩევლები ინგლისის მასშტაბით ადგილობრივი საბჭოს, უელსში კი პარლამენტის წევრებს აირჩევენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend