მთავარიკუბიშინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით გარეჯში ჟურნალისტებზე თავდასხმის ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით გარეჯში ჟურნალისტებზე თავდასხმის ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ დავით გარეჯში ივერი მელაშვილს, მთავარი არხის ჟურნალისტს ნინუცა კეკელიასა და ოპერატორ ირაკლი კვარაცხელიას თავს დაესხნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “ევრონიუს ჯორჯიას” განუცხადეს, რომ საქმეზე უკვე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლით, რაც ჯგუფურ ძალადობას ითვალისწინებს. ჯერჯერობით უცნობია, გამოიკითხა თუ არა ინციდენტში მონაწილე პირებში.

 
„ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებულ თავდასხმებს ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირება განაპირობებს, ამიტომ, მნიშვნელოვანია, თითოეული ფაქტი სათანადოდ იყოს გამოძიებული“, – ვკითხულობთ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

ინციდენტს ასევე გამოეხმაურა კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მომხდარი ფაქტი შეიცავს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ნიშნებს და მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღკვეთონ ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend