ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, განცხადებით, ქვეყანაში მისაღები ლტოლვილების ზღვარი 62,500 -მდე გაიზრდება.
საკუთარი წინაასაარჩევნო კამპანიისას პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ ლტოლვილთა მიღების ზღვარს გაზრდიდა. მაგრამ აპრილში საგანგებო განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ლტოლვილთა მიღების 15,000 ზღვარი, ჰუმანიტარული და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით იყო განპირობებული.
ამავე დროს, ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებიდან მომავალ ლტოლვილებს შეზღუდვები შეუმსუბუქდათ.
თუმცა, ამას მკაცრი რეაგირება მოჰყვა ლტოლვილთა ჯგუფებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, რომ მაისში ამ გადაწყვეტილებისთვის კიდევ ერთხელ გადაეხედათ.