მთავარი გადაცემები კუბი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების შეფასებებს აქვეყნებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების შეფასებებს აქვეყნებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიულ ექსპერტთა ჯგუფი დარწმუნებით აღნიშნავს, რომ საცდელ პროგრამაში მონაწილე 18-59 წლამდე  ასაკის ადამიანების შემთხვევაში „სინოფარმის“ ვაქცინის ორი დოზა ეფექტიანი აღმოჩნდა.

იმ დოკუმენტების მიხედვით, რომლებსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქვეყნებს, „სინოფარმის“ ეფექტიანობის შესამოწმებლად ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობა  13,765-მა ადამიანმა მიიღო.

კვლევის თანახმად, კორონავირუსის ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ ვაქცინა 78,1%-ით ეფექტიანია.

ექსპერტები ამბობენ,  რომ  18-დან 59 წლამდე პირებისთვის ვაქცინა ეფექტიანია, თუმცა 60 წელს გადაცილებული პირების შემთხვევაში ასე დარწმუნებით არ საუბრობენ.

შედეგებში აღნიშნულია, რომ კვლევაში მხოლოდ 415-მა 60 წელს გადაცილებულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ეს კი არასაკმარისი რაოდენობაა დასკვნის გამოსატანად.

გვერდითი მოვლენებიდან ძირითადად აღინიშნება ტკივილი მხარში ჩხვლეტის დროს, თავის ტკივილი და დაღლილობა.

ანაფილაქსიური შოკის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

„სინოვაკის“ ვაქცინის ორი  დოზის მიღების შემდეგ კი ეფექტიანობის განსხვავებული მაჩვენებელია სხვადასხვა  ქვეყანაში, როგორებიცაა თურქეთი, ჩილე, ინდონეზია და სხვა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ 18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში „სინოვაკის“ ვაქცინის ორი დოზა ახდენს „კოვიდ-19“-ის პრევენციას და სერიოზული გვერდითი მოვლენების ალბათობა დაბალია.

„სინოფარმის„ ვაქცინებისთვის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კვირის ბოლოს მიიღებს.

უახლესი

სხვა ამბები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

Send this to a friend