ისრაელის პარლამენტმა იერუსალიმში სხდომა გამართა იმ 45 ებრაელის პატივსაცემად, რომლებიც გასულ უქმეებზე ჩატარებული რელიგიური დღესასწაულის დროს დაიღუპნენ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მათი ფუნდამენტური მოვალეობაა მერონის მთაზე მომხდარი ტრაგედიის სრულფასოვნად გამოძიება.
მანამდე კი ისრაელის მთავრობის მაკონტროლებელ სააგენტოში განაცხადეს, რომ მომხდარ ტრაგედიას გამოიძიებენ.
მათანიაჰუ ენგლმანის განცხადებით, ამ ყველაფრის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. ახლა მათ უნდა შეისწავლონ და გამოიძიონ, თუ როგორ განვითარდა მოვლენები და რა იყო საჭირო იმისთვის, რომ ინციდენტი თავიდან აეცილებინათ.
ჭყლეტის დროს სულ მცირე 100 ადამიანი მძიმედ დაშავდა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა პანაშვიდები, რომლებსაც ასობით მგლოვიარე დაესწრო.
მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, დაახლოებით 100 000 ადამიანი ლაგ ბა-ომერის ფესტივალის აღსანიშნად შეიკრიბა.
ასევე ყველასთვის ცნობილი იყო, რომ კორონავირუსის შეზღუდვების გათვალისწინებით, ღია სივრცეში 500 ადამიანზე მეტის შეკრება იკრძალებოდა.