მთავარიმსოფლიოაფრიკატუნისიდან ევროპაში

ტუნისიდან ევროპაში

ტუნისში ცენტრალური და სამხრეთ აფრიკული რეგიონებიდან 20 ათასამდე ლტოლვილია, მათი ორი მესამედი კოტ დიუვარიდან არის. ბევრ მათგანს ცხოვრების ევროპის კონტინენტზე გაგრძელება სურს.

ბოლო რამდენიმე თვეა ევროპისკენ მოგზაურთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა.

“მე ჩემი ოჯახისათვის უკეთეს მომავალს ვეძებ, ჩემი შვილისათვის მე ნათელი მომავალი მსურს, აქ დარჩენით უკეთესი მომავალი ნამდვილად სათუოა”, – ამბობს ინაო სტეავე, ლტოლვილი

 
პრისტამ ევროპაში გადასვლა გასულ წელს სცადა, ტუნისში ის 2014 წლიდან ცხოვრობს. მას უმაღლესი განათლება აქვს, მაგრამ დამლაგებლად მუშაობს და ხშირად არის რასისტული დამოკიდებულების მსხვერპლი. მის დამქირავებელს არ უნდოდა რომ პრისტას ბავშვებთან ჰქონოდა შეხება და მას ქურდობა დააბრალეს.

პრისტას თქმით მას ქუჩაში მაიმუნს ეძახდნენ და ქვებს ესროდნენ.

“ეს ძალიან რთულია, ბევრი ადამიანი ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპაში გადასვლის იდეას არ ემხრობა. მიუხედავად ამისა, რისკი გამართლებულია რადგან მჯერა, რომ ევროპაში, საფრანგეთში ან იტალიაში ადამიანები სხვანაირად მიგვიღებენ. ტუნისში ცხოვრება ძალიან რთულია”, – ყვება პრისტა კონე, ლტოლვილი.

ტუნისში აფრიკის ცენტრალური და სამხრეთ რეგიონებიდან ჩასული ყველა ადამიანი ევროპის კონტინენტზე გადასვლას არ ცდილობს. მათ შორის არიან ისეთებიც, ვისაც ტუნისში სამუშაოდ დარჩენა სურს.

“აფრიკის სამხრეთ და ცენტრალური რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანების დიდი ნაწილი ტუნისში ცხოვრებას აპირებს. ბევრი მათგანი მოატყუეს, მათ დიდ ხელფასებს შეჰპირდნენ, ზოგმა ტუნისში გადმოსასვლელად სამშობლოში ბიზნესიც გაყიდა, მაგრამ როდესაც აქ ჩამოვიდნენ მიხვდნენ რომ ისინი მოატყუეს”, – ამბობს ომარ კოულიბალი, ლტოლვილთა ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

აფრიკის სამხრეთ და ცენტრალური რეგიონებიდან ტუნისში ჩასული ადამიანების რიცხვი საგრძნობლად იზრდება.

თუკი ადრე ევროპის კონტინენტზე უკანონოდ გადამსვლელთა უდიდესი რაოდენობა ტუნისიდან იყო ახლი ტუნისელები უმცირესობას წარმოადგენენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend