ბათუმში 34 წლის ქალი COVID-19-ით გარდაიცვალა. კოვიდკლინიკაში პაციენტს 8 აპრილიდან მკურნალობდნენ.
ექიმები ამბობენ, რომ პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა – ეპილეფსია, გადატანილი მენინგიტი, თირკმლის უკმარისობა, პნევმონია.
მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა, თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, პაციენტის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
ბოლო 24 საათში, საქართველოს კოვიდკლინიკებში გარდაიცვალა 12 პაციენტი.