მთავარიCOVID-19"მესამე ტალღა დაიწყო...უფრო მძიმე პაციენტები შემოდიან" - ერთი ექიმის ამბავი

“მესამე ტალღა დაიწყო…უფრო მძიმე პაციენტები შემოდიან” – ერთი ექიმის ამბავი

თბილისის ერთ-ერთი კლინიკის კოვიდგანყოფილების ხელმღვანელი 36 წლის ნინო გოგილაშვილი ამბობს, რომ ვაქცინაცია ერთადერთი საშუალებაა, რომელიც მსოფლიოში პანდემიას დაასრულებს.

სწორედ ამიტომ ის ასაცრელად ერთ-ერთი პირველი დარეგისტრირდა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

„მესამე ტალღა დაიწყო და ეს ნამდილად ეტყობა კლინიკას. პაციენტთა რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ უფრო მძიმე პაციენტები შემოდიან, ვიდრე აქამდე. რეინფიცირების ერთი შემთხვევაც გვქონდა. პაციენტი, რომელსაც ერთი წლის წინ ჰქონდა კორონავირუსი, მეორედ დაინფიცირდა.  იგი ჩვენს კლინიკაში მკურნალობდა. განსხვავებულ შტამს კლინიკური მიმდინარეობა უფრო რთული აქვს, შესაბამისად, უფრო გახანგრძლივებულია ინფიცირებულ პაციენტთა გამოჯანმრთელების პერიოდი.

ყველაზე რთული დღეები  ჩემთვის მაშინ არის, როდესაც პაციენტი მძიმდება და იძულებული ვხდები, რეანიმაციულ განყოფილებაში გადავიყვანო. დიდხანს არიან ხოლმე სტაციონარში, რამდენიმე დღე უწევთ ჩვენთან ყოფნა და ძალიან ეშინიათ. მაქსიმალურად ვცდილობთ, არ ვაგრძნობინოთ, რომ კოვიდგანყოფილებაში არიან. ძალიან ხშირად შევდივართ პაციენტებთან და თვითონაც იმედით გვიყურებენ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რათა არ იგრძნონ, ასეთი ვერაგი ვირუსით რომ არიან ინფიცირებული“, – ამბობს ნინო გოგილაშვილი, კოვიდგანყოფილების ხელმძღვანელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend