მთავარიევროპაიტალია"გადადებული შვებულება" - იდეა სასტუმროს ბიზნესის გადასარჩენად

“გადადებული შვებულება” – იდეა სასტუმროს ბიზნესის გადასარჩენად

ერთი თვის წინ ფაბრიციომ გადაწყვიტა, სამუდამოდ დაეკეტა სასტუმრო ნეაპოლის ცენტრში. მიუხედავად იმისა, რომ იგი 10 წლის განმავლობაში იტალიასა და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი სასტუმრო იყო, მან და მისმა მეუღლემ სხვა გამოსავალი ვერ იპოვეს.

მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო და შეზღუდვები დაწესდა, მათ სასტუმროში ტურისტი საერთოდ არ ყოფილა. თუმცა შემდეგ სასტუმრო რომ გადაერჩინათ, ძველ ტრადიციები გაიხსენეს.

“ჩვენ მოვიგონეთ „გადადებული  შვებულება”, რომელიც საშუალებას გაძლევთ, რომ დღეიდან, შემდეგი ორი წლის განმავლობაში დაჯავშნოთ ადგილი რომელიმე დღესასწაულისთვის  ჩვენს სასტუმროში თქვენთვის ან თქვენი მეგობრებისთვის. სტუმარს წინასწარ, თანხის მხოლოდ მცირე ნაწილის გადახდა მოუწევს.  ხალხმა იცის, რომ ამ კოშმარის დასრულებისთანავე პირველი ადგილი, სადაც ისინი დასასვენებლად წავლენ, ნეაპოლი იქნება”, – ამბობს ფაბრიციო დე ლელამ, სასტუმროს მფლობელმა.

 

ნეაპოლის მოსახლეობას ყავის ყიდვის ტრადიცია აქვს, ისინი ამით თავიანთ თანამოქალაქეებს ეხმარებიან. ეს არის ე.წ. „სათადარიგო ყავა“ – ახლა ფაბრიციოც დაახლოებით იმავეს აკეთებს, რომ მისი სასტუმრო ამ რთულ პერიოდში გადარჩეს.

გადადებული ყავის სმიდან გადადებულ შვებულებამდე: ეს არის ერთგვარი გზა, რომ ადამიანები ცხოვრების ჩვეულ რიტმს ნელ-ნელა დაუბრუნდნენ, ყოველ შემთხვევაში ამის შეგრძნება მაინც ჰქონდეთ.  მოსახლეობის უმეტესობა დიდ ხანია, იზოლირებულია პანდემიის გამო.

მას შემდეგ, რაც ფარბიციომ დახმარება ითხოვა, საზოგადოების მხრიდან მოულოდნელი რეაქცია მოჰყვა – 15 დღეში დაახლოებით 15 ათასი ევრო შეგროვდა.

“ყველაზე კარგი ის არის, რომ ჩვენ აღარ მოგვიწევს  სასტუმროს კიდევ ერთხელ დახურვა. ჩვენი ოცნება კვლავ სრულდება. უფრო მეტიც, აღმოჩნდა, რომ ჩვენ კვლავ ერთად ვართ, მივიღე თანხა თითოეული ჩვენი მომხმარებლისაგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ბრაზილიიდან, ჰოლანდიიდან, ამერიკიდან, ავსტრალიიიდან, პოლონეთიდან, შვეიცარიიდან თუ სხვა ქვეყნებიდან. მსოფლიოს ყველა წერტილიდან გვაგრძნობინეს, რომ მხარს გვიჭერენ”, – ყვება ფაბრიციო.

ნეაპოლში ბოლო ერთი წლის განმავლობაში 12 ათასამდე სასტუმრო დაიხურა.

ერთ დროს აყვავებული ტურისტული ბიზნესი პანდემიის გამო თითქმის მთლიანად განადგურდა.

მხოლოდ 2000 მათგანი გადარჩა, ფაბრიციოს სასტუმროც ერთ-ერთი მათგანია, მისი გადარჩენა ადგილობრივი ტრადიციების დაცვითა და საერთაშორისო მეგობრების დახმარებით მოხერხდა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend