მთავარიმსოფლიო„აპოლო 11-ის" ეკიპაჟის წევრი გარდაიცვალა

„აპოლო 11-ის” ეკიპაჟის წევრი გარდაიცვალა

1969 წელს მაიკლ კოლინზი ნილ არმსტრონგთან და ბაზ ოლდრინთან ერთად მთვარეზე გაემგზავრა.

თუმცა მისი კოლეგებისგან განსხვავებით, მას კოსმოსური ხომალდი „აპოლო 11-ის” არ დაუტოვებია და მთვარეზე ფეხი არ დაუდგამს.

 
ევროპული კოსმოსური სააგენტოს ყოფილი კოსმონავტი მიიჩნევს, რომ კოლინზი მისიის დროს ალბათ ნერვიულობდა, რადგან დარწმუნებული არ იყო, რომ მთვარეზე ჩასული მისი ორი კოლეგა „აპოლო 11-ზე” დაბრუნდებოდა.

„მისი საქმე ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი იყო. კოსმოსში მეც ვარ ნამყოფი, თუმცა მე მუდამ კოლეგებთან ერთად ვიყავი. კოსმოსი მარტო ყოფნისთვის საუკეთესო ადგილი არ არის. კოლინზს დიდხანს მოუწია მარტო ლოდინი, სანამ მისი კოლეგები ხომალდზე დაბრუნდებოდნენ“, – ამბობს ფრანგი კოსმონავტი.

ამსტრონგისა და ოლდრინისგან განსხვავებით, კოლინზი საზოგადოების ყურადღებას ნაკლებად იპყრობდა, მაგრამ წარმატებულ მისიაში არანაკლები წვლილი მიუძღვის. კოლინზს, როგორც საკომანდო მოდულის პილოტს,  სანამ მისი კოლეგები მთვარეზე იმყოფებოდნენ, ხომალდზე დარჩენა და მისი მართვა ევალებოდა.

„აპოლო 11- ის” ეკიპაჟის 3 წევრიდან მხოლოდ ბაზ ოლდრინია ცოცხალი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend