მთავარიმსოფლიო„ალეფია 2053“ - ლიბანური ანიმაციური ფილმი ავტორიტარიზმის შესახებ

„ალეფია 2053“ – ლიბანური ანიმაციური ფილმი ავტორიტარიზმის შესახებ

არაბული ფილმისა და ანიმაციის სამყარო რენესანსს განიცდის.

„ალეფია 2053“ დისტოპიური ჟანრის ფილმია. მოქმედება მომავალში ხდება. ფილმში ავტორიტარული რეჟიმის რღვევა არის ნაჩვენები. „ალეფია 2053-ს“ არაბულ სამყაროში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

 
„ყველა ფიქრობს იმაზე, თუ როგორი იქნება მომავალი. ჩვენი იდეა სწორედ ეს იყო. წარსულზე ფიქრის ნაცვლად ჩვენ შევქმენით მომავლის სამყარო, რომელიც საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება. ძალიან დასაფასებელია ის, რომ ჩვენ შევძელით ამ ფილმის გადაღება, მიუხედავად იმ ქაოსისა, რომელიც ჩვენს რეგიონშია. ჩვენი გუნდი ამით ძალიან ამაყობს“, – აცხადებს ფილმის პროდიუსერი რაბი სვეიდანი.

რაბიზე დიდი გავლენა იქონია ცნობილმა ბრიტანელმა მწერალმა ალან მურმა, რომელმაც კომიქსი „ვოჩმენი“ შექმნა. მისი თქმით, მისი ფილმი მხატვრულია, თუმცა ნაწილობრივ რეალობაზეც არის დაფუძნებული.

„ალეფია 2053“ არაბული გაზაფხულიდან ათი წლის შემდეგ გამოვიდა. მისი ნახვა „იუთუბზე“ არის შესაძლებელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend