მთავარიაზიაინდოეთიდასავლური კომპანიები თანამშრომლებს მოუწოდებენ, ინდოეთი რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ

დასავლური კომპანიები თანამშრომლებს მოუწოდებენ, ინდოეთი რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ

ინდოეთში იმ ავადმყოფებს გაუმართლათ, რომელთაც საავადმყოფოებში საწოლები ერგოთ,  რათა კორონავირუსისგან განიკურნონ.

ქვეყნის მასშტაბით ჯანდაცვის სფეროში კრიზისი კიდევ უფრო ღრმავდება და  ჯერჯერობით არანაირი ნიშანი არ ჩანს, რომ კორონავირუსის გავრცელებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელმა დაიწიოს.

გადავსებულია საავადმყოფოები, სიცოცხლისთვის აუცილებელი ჟანგბადი კი საკმარისი რაოდენობით არ აქვთ. გადატვირთულია კრემატორიუმებიც.

ვაქცინის შოვნა კი კიდევ უფრო გართულდა.

28 აპრილს  ვაქცინაციის სარეგისტრაციო ინტერნეტვებგვერდი ამოქმედდა 18 – 45 წლამდე პირთათვის, თუმცა გაზრდილი მოთხოვნის გამო მუშაობა მალევე  შეაჩერა.

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დასავლური კომპანიები თავიანთ თანამშრომლებს მოუწოდებენ, რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ ქვეყანა.

 

მანონ ტრუშე უკვე 7 წელია, ნიუ-დელიში ცხოვრობს და ფრანგული კოსმეტიკის კომპანიაში მუშაობს, თუმცა ახლა მან ყველაფერი უნდა მიატოვოს და საფრანგეთში დაბრუნდეს. მისი თქმით, ქალაქში არ წყდება სასწრაფო დახმარების მანქანების მოძრაობა, რაც მიანიშნებს, რომ  ქალაქი კორონავირუსს ებრძვის.

უცხოეთიდან კი ინდოეთს დახმარებას ჰპირდებიან.

22 ტონა ჰუმანიტარულ დახმარებას რუსეთი გაგზავნის, მათ შორის ჟანგბადსა და სასუნთქ აპარატებს.

ავსტრიაში 2 მილიონი ევროს დახმარების შესახებ განცხადება გააკეთეს.

სინგაპურის, ახალი ზელანდიისა და საფრანგეთის მთავრობები კი აღჭურვილობას გაგზავნიან. თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს დახმარება არ იქნება საკმარისი, რადგან ინდოეთში დაახლოებით  1.4 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend