მთავარიამერიკააშშაშშ-ში ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის ქუჩაში პირბადეების ტარება სავალდებულო აღარ არის

აშშ-ში ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის ქუჩაში პირბადეების ტარება სავალდებულო აღარ არის

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის შეზღუდვები შემსუბუქდა.

ამიერიდან მათთვის ქუჩაში პირბადეების ტარება სავალდებულო აღარ არის, თუმცა ხალხმრავალ ადგილებსა და დახურულ სივრცეში პირბადე ვირუსისგან თავდაცვის ერთ-ერთ მთავარ საშუალებად რჩება.

შეზღუდვების შემსუბუქება ბაიდენის ადმინისტრაციის ინიციატივის ნაწილია, რათა ქვეყანა დროულად დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის წარმომადგენლების ამ გადაწყვეტილებას  ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს „არაჩვეულებრივი პროგრესია” ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

,,თუ ვაქცინა გაკეთებული გაქვთ, საფრთხეს აღარ წარმოადგენთ და შეგიძლიათ  უფრო მეტი საქმე აკეთოთ როგორც შენობის შიგნით, ასევე გარე სივრცეში. ასე რომ, მათ, ვისაც ჯერ ვაქცინა არ გაუკეთებია, მით უმეტეს ახალგაზრდებს, და ფიქრობთ, რომ ეს არ გჭირდებათ, ეს კიდევ ერთი მიზეზია, თუ რატომ უნდა გაიკეთოთ ვაქცინა ახლა”, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend