მთავარიევროპაშვეიცარიაშვეიცარიაში შეზღუდვები შემსუბუქდა

შვეიცარიაში შეზღუდვები შემსუბუქდა

ჟენევაში რესტორნების ტერასები მთლიანად დაჯავშნილია. გაზაფხულის თბილ დღეებს ქალაქის მოსახლეობა ერთად სახლის გარეთ ატარებს.

ოთხთვიანი კარანტინის შემდეგ ჟენევაში ბარები და რესტორნები კვლავ გაიხსნა.

„ძალიან რთული ოთხი თვე იყო, ყველაფერი დაკეტილი იყო. ჟენევაში ქირის ფასი ძალიან მაღალია. გვიხარია, რომ გავიხსენით, რადგან ჩვენ დიდი ტერასა გვაქვს, თუმცა ბევრ რესტორანს არ აქვს ასეთი სივრცე. იმედი მაქვს, მალე მათაც მიეცემათ გახსნის უფლება“, – აცხადებს ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონე.

 

უახლოეს მომავალში შვეიცარიის მთავრობას შეზღუდვების დაწესების უფლება შეიძლება შეეზღუდოს.

ქვეყანაში მოქმედებს პირდაპირი დემოკრატიის პრინციპი, რომლის მიხედვით, პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა რეფერენდუმით ხდება.

ადგილობრივ აქტივისტთა აზრით, შეზღუდვები არაკონსტიტუციურია და მათი შემოღება ხალხის არჩევანზე უნდა იყოს დამოკიდებული.

შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით ისაუბრა შვეიცარიის ჯანდაცვის მინისტრმა ალან ბერსეტმა. მან იმედი გამოთქვა, რომ მოქალაქეები უსაფრთხოების წესებს დაიცავდნენ.

„ჩვენ შეზღუდვების მოხსნის პირველ ფაზაში ვართ.  შემთხვევების ზრდის გამო ჩვენ შემდეგ ფაზაზე ვერ გადავდივართ. ამჟამად ვაკვირდებით მდგომარეობას“, – განცხადა შვეიცარიის ჯანდაცვის მინისტრმა ალან ბერსეტმა.

შვეიცარიელებს იმედი აქვთ, რომ ვაქცინის საშუალებით პანდემია დასრულდება. თუმცა ვაქცინაციის პროგრამა ქვეყანაში შეყოვნებით მიმდინარეობს.

ამჟამად მოსახლეობის მხოლოდ 16 პროცენტს აქვს გაკეთებული ვაქცინის პირველი დოზა.

 

უახლესი

სხვა ამბები

00:06:43

მოსადი

spot_imgspot_img
Send this to a friend