მთავარიევროპაშვედეთიშვედეთის სავაჭრო ცენტრში მხოლოდ მეორეული პროდუქცია იყიდება

შვედეთის სავაჭრო ცენტრში მხოლოდ მეორეული პროდუქცია იყიდება

შვედეთის ქალაქ ესკილსტუნაში მდებარე ამ სავაჭრო ცენტრში ყველაფერი მეორეულია. ერთი შეხედვით, ეს ძველმანების ბაზრობას ჰგავს, თუმცა იგი 2015 წლიდან ფუნქციონირებს, რათა ის საქონელი, რომელიც არ არის გაცვეთილი, კვლავ გამოსაყენებელი გახდეს.

სავაჭრო ცენტრის მენეჯერი სოფია ბისტედტი აღნიშნავს, რომ ეს ბიზნესია და არა საქველმოქმედო ორგანიზაცია. მისი თქმით, ეს ბიზნესის წარმართვის სამომავლო გზაა და ასევე საშუალება, თუ როგორ შეიძლება მეორეული საქონელის გამოყენება.

სოფიასთვის მნიშვნელოვანია იმის დამტკიცება, რომ ამ გზით არა მარტო დედამიწის გადარჩენა, არამედ კარგი ფულის შოვნაც შესაძლებელია.

სტოკჰოლმიდან 88 კილომეტრის მოშორებით მდებარე ამ სავაჭრო ცენტრში ავეჯის კომპანია „იკეასაც“ აქვს მაღაზია. აქაც მხოლოდ ერთი წესი მოქმედებს, დახლზე მხოლოდ მეორეული პროდუქციაა.

 

როგორც კომპანია „იკეას“ წარმომადგენელი დანიელ ჰალტია ამბობს, „იკეას“ მიზანია, რომ 2030 წლისთვის კლიმატის გამოწვევებს უპასუხოს.

დანიელი ამბობს, რომ მათ ბევრი რამ უნდა ისწავლონ და შექმნან რაღაც ახალი.

ეს ადგილი კი ერთგვარი ინოვაციური ცენტრია, სადაც შეუძლიათ ისწავლონ, თუ როგორ გაუხანგრძლივონ მოხმარების ვადა თავიანთ საქონელს.

სავაჭრო ცენტრს აქვს მიმღები პუნქტი. აქ გადაყრილ საყოფაცხოვრებო ნივთებს, ტანსაცმელს, ავეჯსა და იმ პროდუქციას იბარებენ, რომლის გადამუშავებაც შესაძლებელია. ყველაფერს, რისი გადარჩენაც შეიძლება, შეაკეთებენ, შემდეგ კი გასაყიდად გამოაქვთ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend