მთავარისაქართველოდაბრუნება პარლამენტში

დაბრუნება პარლამენტში

მეათე მოწვევის საქართველოს პარლამენტში 27 აპრილის პლენარულ სხდომას 114 დეპუტატი დაესწრო.

ექვსთვიანი პოლიტიკური ბოიკოტის შემდეგ, საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი საკანონმდებლო ორგანოში მივიდა.

ოპოზიციის განცხადებით, ისინი მხოლოდ ერთი საკითხის მიღებისთვის დაბრუნდნენ პარლამენტში – პოლიტიკური ამნისტიის კანონპროექტის დამტკიცება.

თუმცა, დღეს შეთანხმება არ შედგა. პოლიტიკოსებს მმართველი და ოპოზიციური პარტიებიდან, დამატებითი კონსულტაციები დასჭირდათ.

კიდევ ერთი საკითხი, რასაც პარლამენტმა კენჭი უყარა, ახალი თავმჯდომარის არჩევაა. არჩილ თალაკვაძის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა კახა კუჭავამ დაიკავა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend