მთავარიევროპარუმინეთირუმინეთი ქვეყნიდან რუს დიპლომატს გააძევებს

რუმინეთი ქვეყნიდან რუს დიპლომატს გააძევებს

რუმინეთი ჩეხეთის რესპუბლიკას სოლიდარობას უცხადებს და ქვეყნიდან რუს დიმპლამტს გააძევებს.

ჩეხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დაძაბვა უკავშირდება 2014 წელს ჩეხეთში საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებას, რომლის ორგანიზებაშიც ჩეხეთის მთავრობა რუსულ სპეცსამსახურებს ადანაშაულებს.

რუმინეთის მსგავსად, ჩეხეთს მხარდაჭერა გამოუცხადეს ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში.

რუმინეთი იმ ევროპულ ქვეყნებს შეუერთდება, რომლებმაც მოსკოვთან შექმნილი დაძაბულობის გამო ჩეხეთის რესპუბლიკას სოლიდარობა გამოუცხადეს და ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გააძევეს.

 

გასულ კვირას ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის მთავრობებმაც მსგავსი ნაბიჯები გადადგეს.

ჩეხეთის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ 2014 წელს მომხდარ აფეთქებაში რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სოფელ ვრბეტიცესთან საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ჩეხეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ ეძებენ 2 პიროვნებას, რომლებსაც რუსული პასპორტები აქვთ, ისინი ასევე ეჭვმიტანილები არიან 2018 წელს სერგეი სკრიპალის ნოვიჩოკით მოწამვლაში.

პოლიტიკური და კულტურული ალიანსის – ვიშეგრადის ჯგუფის შეხვედრაზე კი უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის წარმომადგენლებმა ჩეხეთის მხარდასაჭერად ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაგმო მომხდარი ამბავი და აღნიშნა, რომ ეს იყო აგრესიის გამოხატვა და საერთაშორისო სამართალის დარღვევა.

რუსეთი უარყოფს 2014 წლის ინციდენტში მონაწილეობას. ორშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ევროკავშირს მოუწოდა, რეაგირება მოახდინოს ჩეხეთის რესპუბლიკის უაზრო ბრალდებებთან დაკავშირებით.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ჩეხეთის მხრიდან დამაბნეველ და ემოციურ ფონზე გაკეთებულ განცხადებებს სერიოზულად არ განიხილავენ და აღნიშნა, რომ ეს საკითხი ევროკავშირმა უნდა მოაგვაროს, რადგან ინციდენტი სწორედ ევროკავშირის ტერიტორიაზე მოხდა.

გასულ კვირას ჩეხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნიდან 18 რუსი დიპლომატი გააძევეს, საპასუხოდ კი მოსკოვმა 20 ჩეხ დიპლომატს დაატოვებინა ქვეყანა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend