ინდოეთის დედაქალაქში საავადმყოფოები საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებენ, სასწრაფოს სუნთქვის მწვავე უკმარისობის გამო უამრავი ადამიანი იძახებს.
უკვე ხუთი დღეა, მთავრობა ახალი ინფექციების გავრცელების რეკორდულ მაჩვენებელს აქვეყნებს. კორონავირუსის ახალი ტალღის შედეგად ქვეყანაში – 350,000-ზე მეტი ინფიცირებულია.
პაციენტები სასოწარკვეთილ ნათესავებს მოჰყავთ საავადმყოფოებში.
ბევრ მათგანს უკან აბრუნებენ, ბევრიც ადგილზევე იღუპება.
“მათ არ აქვთ ჟანგბადი, მათ არ ჰყავთ ექიმები, აქ ხალხი იხოცება. ერთი საათის განმავლობაში ვიდექით ავტოსადგომზე, ახლა კი ჩემი და გარდაიცვალა”,- ამბობს ერთ-ერთი გარდაცვლილის ძმა
ჯანმო აცხადებს, რომ სიტუაცია შემაშფოთებელია.
„ჯანმო ყველაფერს აკეთებს, გვაწვდის კრიტიკული სიტუაციებისთვის საჭირო აღჭურვილობასა და მასალას, მათ შორის ჟანგბადის ათასობით კონცენტრატორს, უზრუნველგვყოფს წინასწარ განსაზღვრული საველე საავადმყოფოებითა და ლაბორატორიული მასალებით.”-აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი
ინდოეთის მთავრობამ ჟანგბადის ტანკერების დელიში გაეგზავნა შეძლო.
მთავრობა ხალხს მოუწოდებს, პანიკას არ აჰყვეს. ეს მათთვის იმედია და არა თხოვნა.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ინდოეთს გადაუდებელ დახმარებას დაჰპირდა.
ამ ინიციატივას მიესალმება ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი, განსაკუთრებით საყურადღებო ვაქცინების წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის ხელმისაწვდომობის საკითხი აღმოჩნდა .
დახმარებას აპირებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც, მათ შორის გერმანია.
“ჩვენ ახლა ვმუშაობთ და ვარკვევთ, თუ რამდენად შეგვიძლია იქ ჟანგბადის გამომუშავებელი მოწყობილობის გაგზავნა. მთელი ევროპა ჩართულია. ამის შესახებ დღეს ვესაუბრე პორტუგალიის პრემიერ-მინისტრსაც, რომელიც ახლა ევროპის საბჭოს ხელმძღვანელობს. ჩვენ გვსურს, ყველაფერი გავაკეთოთ ინდოეთის დასახმარებლად”,- ამბობს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.
მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთის ხელისუფლება პანდემიის პირველ ტალღას გაუმკლავდა, იგი მეორისთვის მზად არ აღმოჩნდა.
მხოლოდ ჟანგბადის დაუყოვნებლივი მიწოდება და ვაქცინა ახლა ერთადერთი გამოსავალია.