მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის პრეზიდენტი მინსკის ფორმატის შეცვლას ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტი მინსკის ფორმატის შეცვლას ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას აპირებს. პრეზიდენტები აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის განიხილავენ.

ამასთანავე აღინიშნა, რომ ორივე მხარე თანახმაა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიცვას.

“მე უკვე დავავალე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, ენდრეის ერმაკს, რომ დაკავშირებოდა პუტინის ადმინისტრაციას და შეთანხმებულიყვნენ, თუ სად და როდის შევხვდები რუსეთის პრეზიდენტს”,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, რომ განახლდეს 2015 წლის შეთანხმება, რომელიც ომისგან განადგურებულ დონბასის რეგიონში მშვიდობის დამყარებას ისახავს მიზნად.

შეთანხმების მიხედვით, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და კანადის დიპლომატები უფრო მეტად უნდა ჩაერთონ კონფლიქტის დასრულების საკითხში.

 

„ეს საგანგაშო ნიშანია! ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ არაა მარტივი სიტუაცია. ეს კიდევ ერთი მაჩვენებელია იმისა, რომ უკრაინას მინსკის პროცესის შეცვლა სურს. თუმცა ამის შეცვლა შეუძლებელი იქნება“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს ვლადიმერს პუტინსა და ჯო ბაიდენს შორის სამიტი დაგეგმილია ზაფხულში, მაგრამ შეხვედრის ზუსტი თარიღი და ადგილი ჯერ კიდევ შესათანხმებელია.

ამის შესახებ ჟურნალისტებს კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend