100-მდე მიგრანტს შორის, რომლებიც ჩრდილოეთ მაროკოდან ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტაში გადასვლას ცდილობდნენ, რამდენიმემ მიაღწია საზღვარს, დანარჩენები კი პოლიციამ გადაარჩინა.
მიგრანტებს შორის იყვნენ არასრულწოვნებიც. ორგანიზაცია “წითელი ჯვრის” წარმომადგენლების მონაწილეობით, 3 მიგრანტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენი კი კორონავირუსის გამო დაწესებულ კარანტინს გაივლიან.
ესპანეთის ავტონომიურ ქალაქებს სეუტას და მელილიას, რომლებიც ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარეობს, ევროკავშირთან ერთადერთი სახმელეთო საზღვარი აქვთ. მიგრანტებისთვის ეს ადგილი ევროპაში უკეთესი ცხოვრების იმედია.
მიგრანტები ცდილობენ, ავტონომიურ ქალაქებში შესაღწევად ზღვა გადაცურონ ან საზღვარზე მაღალი ღობეები გადალახონ.