მთავარიამბებიმიშელ ბარნიემ ბრექსიტს „ევროკავშირის მარცხი“ უწოდა

მიშელ ბარნიემ ბრექსიტს „ევროკავშირის მარცხი“ უწოდა

ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ბრექსიტის მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენელმა მიშელ ბარნიემ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლას „ევროკავშირის მარცხი“ უწოდა.

ამის შესახებ ფრანგმა ევროპარლამენტარმა ბრიუსელში თავის საპარლამენტო მიმართვაში განაცხადა და ოფიციალურ ბრიუსელსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, რომ ბრექსიტის გაკვეთილი გაითვალისწინონ.

28 აპრილს ევროპარლამენტარებმა ევროკავშირსა და გაერთიანებულმა სამეფოს შორის დადებულ სავაჭრო გარიგებას უნდა უყარონ კენჭი.

კენჭისყრის შედეგი დაასრულებს ბრექსიტის ერთწლიან პროცესს და ბრიუსელსა და ლონდონს შორის ურთიერთობის ახალ ფურცელს გადაშლის. არსებობს მოლოდინი, რომ ახალ ურთიერთობაში ხშირი იქნება კინკლაობა და კამათი.

„ეს არის განშორება, რომელიც გაფრთხილებაა“, –  განაცხადა მიშელ ბარნიემ თავის საპარლამენტო მიმართვაში. „რატომ მისცა ბრიტანელების 52-მა პროცენტმა ხმა ევროპის წინააღმდეგ? ამას თავისი მიზეზები აქვს: ბრაზი და დაძაბულობა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მრავალ რეგიონში არსებობდა და რომელიც ევროკავშირის ბევრ რეგიონშიც გვხვდება.“

მიშელ ბარნიემ, რომელიც ლონდონთან ბრიუსელის სახელით მოლაპარაკებებს ოთხ წელზე  დიდხანს აწარმოებდა, გაერთიანებულ სამეფოს თავის გამოსვლაში „დიდებული ქვეყანა, მეზობელი, პარტნიორი და მეგობარი“ უწოდა და ევროკავშირთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

ბარნიემ ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის დადებული სავაჭრო ხელშეკრულება შეაქო, რადგან ეს დოკუმენტი იცავს, როგორც ევროკავშირის მოქალაქეთა უფლებებს, ისე ერთიანი ბაზრის ღირებულებებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend