მთავარისაქართველოდღეიდან მეათე მოწვევის პარლამენტის მუშაობაში ოპოზიციის ნაწილიც ჩაერთვება

დღეიდან მეათე მოწვევის პარლამენტის მუშაობაში ოპოზიციის ნაწილიც ჩაერთვება

27 აპრილიდან მეათე მოწვევის პარლამენტის მუშაობაში ოპოზიციის ნაწილიც ჩაერთვება.

ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი მოაწერეს, ბოიკოტს წყვეტენ.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, დიდი ალბათობით დღეს აღარ დარეგისტრირდება 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის პროექტი.

თუმცა უცვლელ გეგმად რჩება პრეზიდენტის შეწყალება, რომლის საფუძველზეც ციხე უნდა დატოვოს „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა მფლობელმა გიორგი რურუამ.

უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ ამნისტიის კანონი მაინც დარეგისტრირდება.

ამნისტიის შესახებ კანონს ეწინააღმდეგებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია და 20 ივნისის ღამეს დაზარალებულებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ამნისტიით პასუხისმგებლობას გაექცევიან დაშლის ღამეს ბრძანების გამცემი პირები.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend