მთავარი გადაცემები კუბი Twitter-მა წაშალა ანგარიშები, რომლებიც ინდოეთის ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ

Twitter-მა წაშალა ანგარიშები, რომლებიც ინდოეთის ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ

ინდოეთში ინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფად იზრდება. ბევრ საავადმყოფოს სასუნთქი აპარატები აღარ აქვს.

“ტვიტერის” ადმინისტაციამ წაშალა დაახლოებით 50 პოსტი, რომლებშიც ინდოეთის ხელისუფლებისა და მის მიერ კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების კრიტიკა იყო.

 
ინფორმაცია “ტვიტერის” ადმინისტრაციამაც დაადასტურა და განაცხადა, რომ უკვე დაბლოკა რამდენიმე მასალა.

„მათთვის უფრო მარტივია “ტვიტების წაშლა”, ვიდრე სასუნთქი აპარატების მოტანა“, – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

თავდაპირველად საინფორმაციო ვებგვერდ MediaNama-ზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდოეთის ხელისუფლებამ პლატფორმის ადმინისტრაციას ანგარიშების დაბლოკვა მოსთხოვა.

ეს ანგარიშები  ეკუთვნით როგორც ინდოეთის პარლამენტის მოქმედ წევრებს, ისე ინდოეთში ცნობილ რამდენიმე რეჟისორსა და მსახიობს.

გამოცემა Verge-თან საუბარში “ტვიტერის” წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მათ დაბლოკეს ის რამდენიმე ტვიტი, რომელთა შინაარსიც ინდოეთის ადგილობრივ კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდა.

“ტვიტერის” ადმინისტრაციამ ანგარიშის მფლობელები გააფრთხილა, სანამ მათ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას დამალავდა და აუხსნა, რომ პოსტები ინდოეთის ხელისუფლების მხრიდან იურიდიული მოთხოვნის საფუძველზე დამალა.

ინდოეთის კანონმდებლობა ზღუდავს ისეთი მასალების გამოქვეყნებას, რომლებშიც ხელისუფლება ცილისწამებას ხედავს.

„ინდოეთი არასდროს აპატიებს პრემიერ-მინისტრ მოდის იმას, რომ  სათანადოდ არ შეაფასა პანდემიის საშიშროება, მათ დაუდევრობას ბევრი ადამიანი შეეწირა“, – აღნიშნულია ერთ-ერთ პოსტში რომელსაც ინდოეთში ვერ ხედავენ, თუმცა საზღვარგარეთ მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია.

ინდოეთში გასულ კვირას რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, ერთ დღეში 300 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში, რომელმაც ვაქცინაცია იანვარში დაიწყო, ორმაგი დოზით მხოლოდ 1,5 პროცენტია აცრილი.

უახლესი

სხვა ამბები

twittertwitter

Send this to a friend