მთავარიაზიაინდოეთიინდოეთში ინფიცირების დღიური შემთხვევების რაოდენობა რეკორდულად მაღალია

ინდოეთში ინფიცირების დღიური შემთხვევების რაოდენობა რეკორდულად მაღალია

უკვე რამდენიმე დღეა, ინდოეთში ინფიცირების დღიური შემთხვევების რაოდენობა რეკორდულად მაღალია.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 349 ათასი ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 767 ადამიანი კი გარდაიცვალა.

დელიში საავადმყოფოები არასაკმარისი ადგილების გამო პაციენტებს ვერ იღებენ. ინდოეთი დახმარებას საერთაშორისო თანამეგობრობას სთხოვს.

სხვადასხვა ქვეყნიდან ინდოეთში უკვე გაიგზავნა პირველადი დახმარება.

ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია უკვე აგროვებს რესურსს სწრაფი რეაგირებისთვის, გერმანია უზრუნველყოფს ჟანგბადის გენერატორებს, დიდი ბრიტანეთი კი სამედიცინო აღჭურვილობასა და ვენტილატორებს აგზავნის ინდოეთში, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ქვეყანას მედიკამენტური მკურნალობითა და სწრაფი დიაგნოსტიკური ტესტირებით დაეხმარება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend