ამერიკელმა გენერალმა, სკოტ მილერმა 25 აპრილს განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შეიარაღებულ ძალებს ავღანეთიდან საბოლოოდ გაიყვანს.
გენერლის თქმით, ამერიკელი ჯარისკაცები სამხედრო აღჭურვილობასა და ბაზებზე კონტროლს ავღანელებს გადააბარებენ.
NATO-ს არასაომარი სამშვიდობო მისიის ოფიციალურმა გვერდმა “ტვიტერზე”დღეს, 26 აპრილს გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც გენერალი სკოტ მილერი აცხადებს, რომ ჯარი ავღანეთიდან ორგანიზებულად გავა.
ამავე დროს გასვლის პროცესში ჯარისკაცების უსაფრთხოება სრულად იქნება დაცული და ასევე ხელს შეუწყობენ ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს.