მთავარიევროპაბელარუსიალექსანდრ ლუკაშენკო პოლიტიკური დინასტიის შექმნას ცდილობს

ალექსანდრ ლუკაშენკო პოლიტიკური დინასტიის შექმნას ცდილობს

დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან მართავს, პოლიტიკური დინასტიის შექმნა სურს. თუმცა თავად პრეზიდენტი ამ ფაქტს უარყოფს.

ალექსანდრ ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ როდესაც პრეზიდენტი აღარ იქნება ქვეყანაში არეულობა მოხდება.

ამიტომ უახლოეს დღეებში იგი ხელს მოაწერს განკარგულებას, რომლის მიხედვით, შეიცვლება კანონი, რომელიც ბელარუსში ძალაუფლების განაწილებას შეეხება. პრეზიდენტის გარდაცვალების შემთხვევაში მეორე დღესვე ძალაუფლება უსაფრთხოების საბჭოს გადაეცემა.

ლუკაშენკო ამჟამად უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელია, თუმცა მისი უფროსი ვაჟი ვიქტორი  საბჭოს არაფორმალურ ლიდერად მიიჩნევა.

 

მოქმედი კანონის მიხედვით, თუ პრეზიდენტის თანამდებობა ვაკანტური გახდება, მის ადგილს პრემიერ-მინისტრი დაიკავებს, თუმცა ლუკაშენკომ 24 აპრილს განაცხადა, რომ ახალი კანონის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი მხოლოდ ფორმალური ლიდერი იქნება, ნებისმიერ გადაწყვეტილებას კი უსაფრთხოების 20-კაციანი საბჭო მიიღებს.

გასულ წელს არჩევნების შემდეგ ლუკაშენკოს წინააღმდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში მასობრივი საპროტესტო აქციები იმართებოდა.

მომიტინგეები მიიჩნევდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა და პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვდნენ.

ამჟამად იგი მეექვსედ იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას. ლუკაშენკოს განცხადებით, მის წინააღმდეგ მოწყობილი აქციები დასავლეთის მიერ იყო ორგანიზებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend