მთავარიევროპაალბანეთიალბანეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა

ალბანეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა

25 აპრილს ალბანეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.

არჩევნებში ერთმანეთს ალბანეთის ოპოზიციის მთავარი ლიდერი, ლულზიმ ბაშა და მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ედი რამა უპირისპირდებოდნენ.

ორივე კანდიდატი გამარჯვების შესახებ საუბრობს.

ევრონიუს ალბანეთის“ ეგზიტპოლების მიხედვით,  სოციალისტური პარტია ლიდერობს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, დაიკავებენ თუ არა 140-მანდატიან პარლამენტში 71 ადგილს და მოიპოვებენ თუ არა საპარლამენტო უმრავლესობას.

 

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ არჩევნებში მათ გაიმარჯვეს.

პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა ამომრჩევლებს და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადეს, ახლა ისინი საბოლოო შედეგებს დაელოდებიან.

იმ დროს, როდესაც კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი ეცემა და ვაქცინაციის პროცესიც სწრაფად მიმდინარეობს, ამომრჩეველთა უმრავლესობა სამუშაო ადგილების შექმნაზე ალაპარაკდა.

არჩევნებზე მისული ამომრჩეველი ამბობს, რომ ხალხს ბევრი რამ სჭირდება, მათ შორის ახალი სამუშაო ადგილები, უკეთესი განათლება და ჯანდაცვა.

საზოგადოებას უკეთესი მომავლის იმედი აქვს.

ერთ-ერთი საკითხია ევროკავშირიც.

ხელისუფლების მთავარი მიზანია, რომ წელს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის შესახებ მოლაპარაკებები გაიმართოს. ეს არჩევნები კი ამ პროცესს ხელს შეუწყობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend