მთავარი საქართველო დღეს დაგეგმილ იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე ჩინური ვაქცინის საკითხს განიხილავენ

დღეს დაგეგმილ იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე ჩინური ვაქცინის საკითხს განიხილავენ

დღეს, 26 აპრილს, იმუნიზაციის საბჭოს სხდომაა დაგეგმილი, სადაც ერთ-ერთ საკითხს, ჩინური ვაქცინის „სინოფარმის“ გამოყენებას განიხილავენ.

“სინოფარმით” აცრის მსურველთა რეგისტრაცია ხვალ, 27 აპრილს უნდა დაიწყოს.

თავად ვაქცინაციის პროცესის დაწყება კი მაისში, სააღდგომო დღესასწაულების დასრულების შემდეგ იგეგმება იმის მიუხედავად, ექნება თუ არა მას ამ დროისთვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია.

დღეს საქართველოში ორი ტიპის ვაქცინით- „ფაიზერითა“ და „ასტრაზენეკათი“ აცრაა შესაძლებელი.

25 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 37 590 ადამიანია აცრილი.

უახლესი

სხვა ამბები