მთავარი ევროპა ავსტრია ავსტრიაში საფოსტო კომპანიები ამანათების მიტანის ახალი ფორმის დამკვიდრებას ცდილობენ

ავსტრიაში საფოსტო კომპანიები ამანათების მიტანის ახალი ფორმის დამკვიდრებას ცდილობენ

ახლა უფრო მეტი ევროპული საფოსტო კომპანია ცდილობს, სახლში მიწოდების ახალი სერვისი აამუშაოს.

თუ მომხმარებელი სახლში არ არის, ფოსტალიონს უფლება აქვს, შევიდეს მის სახლში და იქ დატოვოს ამანათი.

აპლიკაციის დახმარებით, ფოსტის თანამშრომელი ხსნის კარის ელექტრონულ საკეტს და ნივთს შეთანხმებულ ადგილას ათავსებს.

ავსტრიაში სახლში მიტანის ახალი სერვისის ტესტირებაში ასობით მოხალისე მონაწილეობს.

ერთ-ერთი მათგანი კრისტოფ ჰაიმელია, რომელიც მიწოდებას მობილური ტელეფონით  აკონტროლებს.

„საკმაოდ ბევრი ამანათი შევუკვეთე, ასეც მირჩევნია – არც მჭირდება ამისათვის სახლში ყოფნა. უნდა ვაღიარო – ჩემთვის საკმაოდ კომფორტულია. მაშინვე ვისურვე, მიმეღო მონაწილეობა ამ საცდელ პროგრამაში და დავრეგისტრირდი“, – ამბობს კრისტოფერი.

ამასთან დაკავშირებით გამოკითხვა მოსახლეობაში აშშ-სა და სკანდინავიის ქვეყნებშიც ჩატარდა.

კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ფოსტალიონს სახლში არ უშვებს, ზოგიერთებს გაქურდვის ეშინიათ.

ავსტრიის საფოსტო სამსახური იმედოვნებს, რომ მალე შეძლებენ ხალხს უსაფრთხოების განაცხდა შეუქმნან.

თითოეულ მონაწილეს კომუნიკაცია მხოლოდ ერთ ფოსტალიონთან ექნება, რომელსაც სახლში შესვლის ნებართვას მისცემს.

„მომხმარებელი თავად გადაწყვეტს, მიიღებს თუ არა მონაწილეობას. ასევე დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ზომები. მაგალითად, იქნება სათვალთვალო კამერა, რომელსაც მუდმივად შევამოწმებთ. ჩვენ ამ სფეროში აშკარა ლიდერები ვართ მთელ ავსტრიაში და ამის შენარჩუნებას ვცდილობთ. ეს ინოვაცია იქნება“, – ამბობს ავსტრიის ფოსტის საბჭოს წევრი პიტერ უმუნდუმი.

კომპანიის წარმომადგენელთა აზრით, ავსტრიაში შიდა ამანათების მიწოდების ტესტირებული  სისტემა ევროპის მასშტაბით სიახლეა. შემდეგ წელს ის  არა მხოლოდ ავსტრიაში დაინერგება, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებშიც.

კორონასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ამანათების მიწოდება მთელ მსოფლიოში გაიზარდა.

გასულ წელს ავსტრიის საფოსტო მუშაკებს, წლევანდელთან შედარებით, სამჯერ მეტი ამანათის წაღება მოუწიათ.

პანდემიის გამო უფრო მეტი ადამიანი რჩება სახლში, შესაბამისად,  უფრო მეტ ამანათს გავუგზავნით მომხმარებელს.

ეს მაჩვენებელი კი უფრო მეტად გაიზრდება, როცა ახალი სერვისი სრულყოფილად ამუშავდება.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend