მთავარიმსოფლიოევროპაევროპის ცენტრალური ბანკი 2022 წლის მარტამდე საპროცენტო განაკვეთს არ ცვლის

ევროპის ცენტრალური ბანკი 2022 წლის მარტამდე საპროცენტო განაკვეთს არ ცვლის

ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი აცხადებს, რომ ეკონომიკა ჯერ კიდევ მძიმე მდგომარეობაშია და საჭიროებს როგორც ცენტრალური ბანკის დახმარებას, ისე სახელმწიფო სახსრებს, რადგან 19 ქვეყანაში, რომლებშიც ევრო გამოიყენება, კორონავირუსის მესამე ტალღის დადგომასთან ერთად გახანგრძლივდა საკარანტინო შეზღუდვები.

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა რეკორდულად დაბალ დონეზე დატოვა საპროცენტო განაკვეთი.

მდგომარეობა, სავარაუდოდ, 2022 წლის მარტამდე გაგრძელდება.

ლაგარდმა ასევე განაცხადა, რომ ინფლაციის მოსალოდნელი ზრდა არ გამოიწვევს საბანკო პოლიტიკის გამკაცრებას. კრისტინ ლეგარდი აღნიშნავს, რომ გლობალური მოთხოვნა იზრდება და ფისკალური დახმარების პაკეტები ხელს უწყობს ევროს გამყარებას. ამიტომ მოკლევადიანი ეკონომიკური პერსპექტივა ჯერ კიდევ ბუნდოვანია პანდემიით გამოწვეული მიზეზებისა და ვაქცინაციის გამო.

ლაგარდმა 22 აპრილს განაცხადა, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი  წელს ვითარების გამოსწორებას ელის, თუმცა ჯერჯერობით არ განიხილავენ დახმარების საგანგებო პაკეტების შემცირებას, რადგან, მისი აზრით, ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი ჯერ ნაადრევია.

ამ განცხადების შემდეგ პარიზის, ფრანკფურტისა და ლონდონის საფონდო ბირჟებზე ვაჭრობა გაიზარდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend