მას შემდეგ, რაც რუსეთმა ქვეყანაში ჩეხი დიპლომატების რაოდენობა შეამცირა, საპასუხოდ ჩეხეთის ახალდანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა იაკუბ კულჰანეკმა მოითხოვა, რუსეთის საელჩოს 63 თანამშრომელს ოჯახის წევრებთან ერთად დაეტოვებინა პრაღა.
„ჩეხეთისა და რუსეთის ურთიერთობა ახლა საკმაოდ რთულ ეტაპზე გადავიდა. საგარეო საკმეთა მინისტრი ამ სიტუაციით კმაყოფილი ვერასდროს იქნება. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ეს ჩეხეთის ბრალი არ არის. ჩვენ, როგორც სუვერენულმა ქვეყანამ, გადავწყვიტეთ, საპასუხოდ ვიმოქმედოთ“, – აღნიშნავს საგარეო საქმეთა მინისტრი.
მანამდე იაკუბ კულჰანეკმა პრაღაში რუსეთის ელჩთან ალექსანდრ ზმეევსკისთან შეხვედრის შემდეგ რუსეთს 22 აპრილამდე მისცა ვადა, რათა შეეცვალა გადაწყვეტილება ქვეყნიდან ჩეხეთის საელჩოს 20 თანამშრომლის გაძევების შესახებ.
შეხვედრაზე ითქვა, რომ თუ რუსეთი არ შეასრულებს ამ მოთხოვნას, პრაღა გააძევებს ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს თანამშრომლებს.
ამ ეტაპზე რუსეთში მხოლოდ ხუთი ჩეხი დიპლომატი იმყოფება.
რუსეთი არ ემორჩილება სხვა ქვეყნების მხრიდან წამოყენებულ მსგავს მოთხოვნებს – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ ჩეხეთის მიერ წამოყენებული მოთხოვნები მისთვის მიუღებელია“, – ამბობს დიმიტრი პესკოვი.