მთავარი საქართველო 24 საათში დავცალეთ 350 საწოლიანი კლინიკა

24 საათში დავცალეთ 350 საწოლიანი კლინიკა

კლინიკური მენეჯერი ქეთევან შარანგია ერთ-ერთი პირველი იყო იმ ექიმებს შორის, რომლებიც საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ. როგორც თავად ამბობს, პანდემიის მესამე ტალღა საავადმყოფოებში უკვე იგრძნობა.

კლინიკაში, რომელშიც ის მუშაობს, თავისუფალი საწოლი უკვე თითქმის აღარ არის. ექიმები და ექთნები კი კორონავირუსის მესამე ტალღის პიკისთვის ემზადებიან.

„ყველაზე რთული დღე იყო 14 ოქტომბერი, როდესაც 24 საათში დავცალეთ 350-საწოლიანი კლინიკა და მეორე დღეს 156 კოვიდპაციენტი მივიღეთ. შემდეგ ჩვენ გვქონდა პატარა პერიოდი, როდესაც შემცირდა ინფიცირებულთა რაოდენობა, აქედან გამომდინარე, ჩვენი კლინიკა ჰიბრიდული გახდა ანუ დავიწყეთ არაინფიცირებული პაციენტების მიღებაც. ახლა კი უკვე პრაქტიკულად სულ კოვიდპაციენტები გვყავს. თუ ასე გაგრძელდა, სავარაუდოდ,  ისევ  მხოლოდ კოვიდკლინიკად გადაკეთდება, როგორც ადრე იყო.

პროგნოზი ისეთია, რომ თანდათანობით მოიმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა და აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში მივაღწევთ კორონავირუსის მესამე ტალღის პიკს. ჩვენ არ ვნერვიულობთ, ვემზადებით და ამ ყველაფერს აუცილებლად მზად დავხვდებით. ჩვენ დღეს ყველანი კოვიდექიმები ვართ და,  შესაბამისად, კოვიდცხოვრებას ვეწევით. მე უკვე შევეჩვიე კოვიდცხოვრებას“, – ამბობს ქეთევან შარანგია, კლინიკური მენეჯერი.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend