მთავარი მსოფლიო „გრეტა ტუნბერგი: წელი, როდესაც მსოფლიო უნდა შეიცვალოს“ - ახალი დოკუმენტური ფილმი

„გრეტა ტუნბერგი: წელი, როდესაც მსოფლიო უნდა შეიცვალოს“ – ახალი დოკუმენტური ფილმი

„გრეტა ტუნბერგი: წელი, როდესაც მსოფლიო უნდა შეიცვალოს“ – ასე ჰქვია ახალი დოკუმენტური ფილმების სერიას,  რომელშიც  ცნობილი 16 წლის აქტივისტის ისტორია არის მოთხრობილი. გრეტა ტუნბერგი უკვე რამდენიმე წელია, კლიმატური ცვლილების შესაჩერებლად იბრძვის.

ფილმში იგი მოინახულებს იმ ადგილებს, სადაც გლობალური დათბობის შედეგები ყველაზე აშკარაა, მათ შორის კანადის მყინვარებს, ხანძრებისგან დაზარალებულ კალიფორნიულ დაბებსა და შვედეთის ტყეებს, სადაც ჩრდილოეთის ირმები გადაშენების პირას აღმოჩნდნენ.

„ამ დოკუმენტურ ფილმში ბევრი რამ ვერ მოხვდა. ისეთმა კომპანიების წარმომადგენლებმა, როგორებიცაა „ეიჩ ენდ ემი“, „ფოლკსვაგენი“ და „შელი“, უარი გვითხრეს ინტერვიუებზე. ეს ძალიან ბევრს მეტყველებს მათ კომპანიებზე. იდეალურ სამყაროში აქტივიზმი აღარ იარსებებს, თუმცა ახლა იგი ძალიან საჭიროა. განსაკუთრებით კი კლიმატურ ცვლილებასთან დაკავშირებული აქტივიზმი. მე არ ვავალდებულებ ადამიანებს, რომ ამაზე გული შესტკიოდეთ. მაგრამ თუ გინდათ, რომ თქვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა სუფთა გარემოში იცხოვრონ, მაშინ ამ მოძრაობას უნდა შეუერთდეთ“, – აცხადებს აქტივისტი გრეტა ტუნბერგი.

2019 წელს „თაიმის“ ჟურნალმა გრეტა „წლის ადამიანად“ დაასახელა, ხოლო 2020 წელს იგი ნობელის მშვიდობის პრემიაზე იყო წარდგენილი.

მის პოპულარობასთან ერთად გაიზარდა მისი კრიტიკოსების რაოდენობაც. კრიტიკოსებს შორის იყვნენ რუსეთის, ბრაზილიისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები.

დოკუმენტური ფილმების სერია „გრეტა ტურნბერგი: წელი როდესაც მსოფლიო უნდა შეიცვალოს“ „პიბიესის“ და „ბიბისის“ ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა.

მისი პრემიერა 22 აპრილს, „დედამიწის დღეს“, გაიმართა.

 

უახლესი

სხვა ამბები

გრეტა ტუნბერგიგრეტა ტუნბერგი

Send this to a friend