მთავარი ამბები თურქეთი შეზღუდვებს ამკაცრებს

თურქეთი შეზღუდვებს ამკაცრებს

საქართველოს საელჩო თურქეთში საქართველოს მოქალქეებს მოუწოდებს გაითვალისწინონ თურქეთის სახელმწიფოში კოვიდპანდემიის გამო გამკაცრებული რეგულაციები.
ამ შინაარსის სტატუსი საელჩოს ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა.
თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ მ/წლის 22 აპრილის 19:00 საათიდან 26 აპრილის 05:00 საათამდე.
ასევე, ძალაში რჩება შაბათ-კვირას და კვირის სამუშაო დღეებში 19:00-05:00 საათებში ქუჩაში გასვლის შეზღუდვა.
ახალი რეგულაციების შესახებ, ანკარაში საქართველოს საელჩოს გვერდიდან გეცნობებათ ოპერატიულ რეჟიმში!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე:
1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩო: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80
2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო: +90 541 818 44 00
3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულო: +90 541 326 22 26
4. ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08

უახლესი

სხვა ამბები

თურქეთითურქეთი