მთავარი ევროპა რუსეთი ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე 1700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე 1700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

21 აპრილს, რუსეთში ქვეყნის მასშტაბით გამართულ საპროტესტო აქციებზე პოლიციამ 1700-ზე მეტი  ადამიანი დააკავა. დემონსტრანტები ალექსეი ნავალნის გათავისუფლებას ითხოვდნენ.

რუსი ოპოზიციონერის გასათავისუფლებლად ქალაქის ცენტრში ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

ნავალნის გუნდმა მხარდამჭერებს მას შემდეგ მოუწოდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

რუსი ოპოზიციონერი, რომელიც კვირების განმავლობაში შიმშილობდა, ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხელისუფლების განცხადებით, ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა ,,დამაკმაყოფილებელია“.

უახლესი

სხვა ამბები

ალექსეი ნავალნიალექსეი ნავალნი
Send this to a friend