მთავარი ევროპა საბერძნეთი საბერძნეთში ტურისტები ბრუნდებიან

საბერძნეთში ტურისტები ბრუნდებიან

საბერძნეთში ტურისტები ბრუნდებიან. ქვეყანაში შესასვლელად მოგზაურებმა ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინონ.

„ოფიციალურად საბერძნეთის საზღვრები 14 მაისს გაიხსნება. ამჟამად ვამოწმებთ ჩვენ მიერ დანერგილ სისტემას, რომელიც კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგაა მიმართული. 14 მაისამდე ქვეყანაში სხვადასხვა სახის შეზღუდვის შემსუბუქებაა დაგეგმილი, მათ შორის რესტორნებზე დაწესებული რეგულაციებისა“, – აცხადებს საბერძნეთის ტურიზმის მინისტრი ჰარი თეოჰარისი.

ტურისტებსა და ადგილობრივებზე შეზღუდვები თანაბრად იმოქმედებს.

ამჟამად ქვეყანაში კარანტინია გამოცხადებული. დაწესებულებების უმეტესობა დახურულია – ღიაა პარკები, სანაპიროები და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.

საბერძნეთში გახსნილია სასტუმროები, რომლებშიც ჰიგიენის წესები მკაცრადაა დაცული.

„პანდემიის დაწყებიდან დღემდე რეგულაციები ხშირად იცვლებოდა. ერთი კვირის წინ ჩვენ მივიღეთ ახალი ინსტრუქციები მთავრობისგან. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ წესებს დავემორჩილებით. ჩვენ ოპტიმისტურად ვუყურებთ მომავალს. ვფიქრობ, მსოფლიოში ამჟამად მოთხოვნა მაღალია. ხალხს საბერძნეთში ჩამოსვლა უნდა. ჩვენს ვებგვერდზე ბევრი ადამიანი შედის, ხშირად გვირეკავენ და ელექტრონული ფოსტის საშუალებით გვწერენ“, – აცხადებს სასტუმროს მენეჯერი ფილიპ დესარპი.

საბერძნეთში ზაფხულის სეზონისთვის ემზადებიან. საერთაშორისო ავიახაზების წარმომადგენლებმა საბერძნეთის მიმართულებით დამატებითი ფრენები უკვე დანიშნეს.

უახლესი

სხვა ამბები

საბერძნეთშისაბერძნეთში